აკაკი წერეთლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გამოფენით - „გერმანული ფერადი ენა“ გაიხსნა

ჭავჭავაძის N24-ში თბილისის აკაკი წერეთლის სახელობის რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია შარშან, თბილისის მერიისა და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ინიციატივით დაიწყო. რეაბილიტირებული სივრცე, დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

განახლებული ბიბლიოთეკის დიზაინის ავტორები ზაზა იაშვილი და სოფიო მაჭავარიანი არიან.

ფილიალი თანამედროვე საბიბლიოთეკო სტანდარტების შესაბამისად განახლდა, თუმცა, ამავდროულად, შენარჩუნებულია შენობის ისტორიული არქიტექტურა და ინტერიერის უნიკალური მხატვრობა. ბიბლიოთეკაში გამოყოფილია საბავშვო ზონაც და განახლებულია წიგნადი ფონდი.

რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გაიხსნა გამოფენით - „გერმანული ფერადი ენაა“. გამოფენა „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის, საქართველოში გერმანიის საელჩოსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთობლივი ინიციატივით მომზადდა.

გამოფენა სამასამდე გერმანულენოვან გამოცემას აერთიანებს. მათ შორისაა, მხატვრული ლიტერატურა, საბავშვო და საყმაწვილო წიგნები და დარგობრივი ლიტერატურა. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება გერმანული ენის სახელმძღვანელოები, სერია „საუკეთესო გერმანული წიგნები“ (Die schönsten deutschen Bücher) და გერმანული ლიტერატურის ქართული თარგმანები.

სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, ელჩის მოადგილე ტანია ჰუთი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი დიტერ შმიდტი და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი ბარბარა ფონ მიუნჰაუზენი.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია