მედია - ინგუშეთში “ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერები დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ

ინგუშეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ოთხი მხარდამჭერი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ, - ინფორმაციას რუსული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით სამართალდამცავებზეც თავდასხმების მოწყობაც ჰქონდათ განზრახული.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თავიანთი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, დაკავებულებმა ინტერნეტის საშუალებით კონტაქტი დაამყარეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებთან.

მათ აღმოაჩნდათ ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, თვითნაკეთი ასაფეთქებელი და ცეცხლგამჩენი მოწყობილობები. ასევე, მათი წარმოებისთვის საჭირო მასალა და მოწყობილობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა