თამარ გაბუნია - გვესმის, რომ სამსახურში წასასვლელად საზოგადოებას სჭირდება ტრანპოსტი და სკოლების გახსნა მნიშვნელოვანია, მაგრამ გასული თვე იყო სასიცოცხლო რისკი ეპიდემიის მართვის კუთხით

გვესმის, რომ სამსახურში წასასვლელად საზოგადოებას სჭირდება სატრანსპორტო საშუალება, სკოლების გახსნა უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ გასული ერთი თვე ჩვენთვის იყო უდიდესი სასიცოცხლო რისკი ეპიდემიის მართვის კუთხით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სატრანსპორტო საშუალებაზე დაწესებულ შეზღუდვის შემსუბუქებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გაბუნიამ აღნიშნა, რომ ახლა სასიცოცხლო რისკების წინაშე ვართ და როდესაც ეს რისკები შემცირდება, ამის შემდეგ მოხდება შეზღუდვების შემსუბუქება.

„ჩვენ დღეს ვსაუბრობდით სასიცოცხლო რისკებზე, რომლებიც უკავშირდებოდა ეპიდემიის ძალიან სწრაფად და ფართოდ გავრცელებას. როდესაც ამგვარი სასიცოცხლო ნიშნების წინაშე ვდგავართ, ეს არის უპირატესი სხვა სოციალურ და ბიზნესსაჭიროებასთან შედარებით. როგორც კი ეს რისკები შემცირდება და ამის მოლოდინი ჩვენ გვაქვს მომდევნო დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, მაშინვე იქნება ისევ ნორმალური ფუნქციონირება აღდგენილი. იმ შეზღუდვების მოხსნა მოხდება, რაც ამ სასიცოცხლო რისკებთან დაკავშირებით იქნა შემოღებული. გვესმის, რომ სამსახურში წასასვლელად საზოგადოებას სჭირდება სატრანსპორტო საშუალება, სკოლების გახსნა უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ გასული ერთი თვე ჩვენთვის იყო უდიდესი სასიცოცხლო რისკი ეპიდემიის მართვის კუთხით" , - განაცხადა გაბუნიამ და აღნიშნა, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ აღდგეს სწავლა აკადემიურ გარემოში.

„ამდენად ისევ და ისევ მნიშვნელოვანია სტუდენტებისა და პედაგოგიური პერსონალის სწრაფი ვაქცინაცია. სტუდენტების ნაწილი მონაწილეობს ვაქცინაციაში, თუმცა მეტი აქტივობაა საჭირო“, - აღნიშნა გაბუნიამ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს