„თალიბანის“ მიერ ფანჯშირის ხეობაში განხოციელებულ სამხედრო იერიშს ირანი მკაცრად გმობს

ირანი მკაცრად გმობს „თალიბანის“ მიერ ფანჯშირის ხეობაში განხოციელებულ სამხედრო იერიშს, - მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ირანის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერმა საიდ ხატიბზადემ გააკეთა.

მისი თქმით, ფანჯშირის ხეობიდან მიღებული ცნობები ნამდვილად სამწუხაროა.

„ფანჯშირის ალყაში მოქცევა არავითარ შემთხვევაში არ არის მისაღები საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარული სამართლის თვალსაზრისით,” - განაცხადა საიდ ხატიბზადემ.

„თალიბებმა“ დღეს განაცხადეს, რომ ფანჯშირის პროვინციაზე სრული კონტროლი მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ირანს, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება, 1996-2001 წლებში, „თალიბანის“ ავღანეთის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დაჯგუფება არ უღიარებია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს