ბელარუსში ოპოზიციონერ მარია კოლესნიკოვას 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბელარუსის სასამართლომ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი ქუჩის საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ლიდერს, მარია კოლესნიკოვას, 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კოლესნიკოვასა და კიდევ ერთ ოპოზიციურ ფიგურას, მაქსიმ ზნაკს, ბრალი ექსტრემიზმსა და ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების მცდელობაში წაუყენეს.

ზნაკს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სასამართლო პროცესი, რომელიც გასულ თვეში დაიწყო, ეროვნული უსაფრთხოების მიზეზით საზოგადოებისთვის დახურული იყო.

კოლესნიკოვა და ზნაკი იმ ათიათასობით ადამიანს შორის არიან, რომელიც ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციების დაწყების შემდეგ დააკავეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა