„ლელოს” ლიდერები ამერიკელ კონგრესმენებს ხვალ შეხვდებიან

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, მათი პარტია ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრას ხვალ გამართავს.

როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კონგრესმენებთან იმ პრობლემებს განიხილავენ, რომლებმაც ქვეყნის ევროპული კურსი საფრთხის წინაშე დააყენა.

,,მე და ბადრი ჯაფარიძე ხვალ, შუადღეს ვხვდებით კონგრესმენებს და გვექნება დეტალური საუბარი მათთან იმ პრობლემებსა და ფაქტებზე, რამაც ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსი დააყენა საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაზე“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს აშშ-ს კონგრესმენთა დელეგაცია დღეს ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). აღსანიშნავია, რომ კონგრესმენები ასევე წარმოადგენენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს.

კონგრესმენთა ვიზიტი საქართველოში 9 სექტემბერამდე გაგრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა