დომინიკ რააბი - ლუკაშენკოს რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს რეპრესია და ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს

გაერთიანებული სამეფს საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბი ბელარუსის ხელისუფლებას დაკავებული ოპოზიციონერების, მარია კოლესნიკოვასა და მაქსიმ ზნაკის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„მარია კოლესნიკოვასა და მაქსიმ ზნაკისთვის გამოტანილი განაჩენი ცხადყოფს, რომ ბელარუსის ხელისუფლება დემოკრატიისა და თავისუფლების დამცველებზე თავდასხმას აგრძელებს. ლუკაშენკოს რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს ეს რეპრესია და გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი“, - წერს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, ბელარუსის სასამართლომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი ქუჩის საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ლიდერს, მარია კოლესნიკოვას, 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მაქსიმ ზნაკს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კოლესნიკოვა და ზნაკი იმ ათიათასობით ადამიანს შორისაა, რომელიც ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციების დაწყების შემდეგ დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა