პარლამენტი დღეს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ ამნისტიის პროექტს განიხილავს

პარლამენტი, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ ამნისტიის პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს. მმართველი გუნდი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტიდან გამომდინარე ინიციატივას, რომელიც მესამე მოსმენაზე იყო გაჩერებული, სამთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

“ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს. ამნისტია გავრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა. პირი, ვის მიმართაც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.

კანონპროექტი ინიცირებულია ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ ამნისტიის პროექტს განიხილავს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა