ჩილეს ჯანდაცვის მარეგულირებელმა “სინოვაკის“ ვაქცინის 6 წლიდან ასაკის ბავშვებში გამოყენება დაამტკიცა

ჩილეს ჯანდაცვის მარეგულირებელმა ჩინური კომპანია „სინოვაკის“ ვაქცინის, „კორონავაკის“, 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენება დაამტკიცა,- ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ეს შესანიშნავი ამბავია სკოლის ასაკის ბავშვებისთვის და მათთვის, ვინც ვაქცინაციის პროგრამის წინა გეგმებში არ შედიოდა“, - განაცხადა ჩილეს ჯანდაცვის მინისტრმა, ენრიკე პარისმა.

აღსანიშნავია, რომ ჩილემ მიმდინარე წლის მაისში 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა და იმ დროიდან ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა 654 053-მა ბავშვმა მიიღო.

ჩილეში, სადაც 19 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, 13 მილიონი მოქალაქე უკვე სრულადაა ვაქცინირებული. ვაქცინაცია, ძირითადად, „სინოვაკის“ ვაქცინით მიმდინარეობს და დღემდე გამოყენებულია „კორონავაკის“ 19.49 მილიონი დოზა. ქვეყანაში, ბოლო კვირების განმავლობაში, ინფიცირების მაჩვენებელმა მნიშვნელოვნას იკლო და გასულ დღეს მხოლოდ 434 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩილეში, პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 1.6. მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 37 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა