ჯასტინ ტრუდოს მომიტინგეებმა ქვები დაუშინეს

კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს მომიტინგეებმა ქვები დაუშინეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ტრუდო წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ერთ-ერთი ლუდის ქარხნის დათვალიერების შემდეგ ავტობუსისკენ ბრუნდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერი არ დაშავებულა.

ჯასტინ ტრუდომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ განცხადება აგვისტოს შუა რიცხვებში გააკეთა, თუმცა მისი წინასაარჩევნო კამპანია კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა შეაფერხა.

ჯასტინ ტრუდოს გეგმა, რომლის თანახმადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყანაში შესაძლოა სავალდებულო გახდეს, 20 სექტემბრისთვის დანიშნული არჩევნების წინ მთავარი საკითხი გახდა.

გასულ თვეში მთავრობამ გამოაცხადა, რომ ყველა საჯარო მოხელე ვალდებულია, ოქტომბრის ბოლომდე აიცრას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შესაძლოა, სამსახური დაკარგოს. ამასთან, ვაქცინირებული უნდა იყვნენ კომერციული საჰაერო, საკრუიზო და მატარებლების შიდა რეისების მგზავრებიც.

აღსანიშნავია, რომ კანადას ვაქცინაციის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა