უკრაინის გვარდიის მეთაურმა ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზა დაათვალიერა

უკრაინის შსს გვარდიის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიკოლა ბალანის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში უკრაინულმა დელეგაციამ ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის საველე-საწვრთნელი ბაზა „პალდო“ მოინახულა.

როგორც თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში ნათქვამი, უკრაინელ სტუმრებს ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ უმასპინძლა და რეზერვისტების სწავლების, მომზადება-გადამზადებისა და შეფასების მეთოდების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა. დღესვე, დელეგაციის წევრებმა თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის დისლოკაციის ადგილიც მოინახულეს, რეზერვისტებთან მუშაობის პროცესს გაეცნენ და ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შსს გვარდიის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი მიკოლა ბალანი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილსა და მის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძეს შეხვდა. უკრაინისა და ქართული მხარის წარმომადგენლებმა ვიზიტი დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრები მომავალში უფრო მეტად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს