გერმანიის საგარეო უწყება მარია კოლესნიკოვას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს გმობს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერის, მარია კოლესნიკოვასა და მისი კოლეგის, მაქსიმ ზნაკის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს.

„მიგვაჩნია, რომ ეს განაჩენი სიმბოლოა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ბელარუსის რეჟიმის მიერ განხორციელებული დაუნდობელი ქმედებების, რეპრესიებისა და დაშინების. კოლესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი, გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო მოძრაობის ორი ყველაზე გაბედული ხელმძღვანელი, მხარს უჭერენ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანდრეა სასსემ.

მისივე თქმით, გერმანიის მთავრობა ამ "გაუმართლებელ სასჯელს" გმობს.

”გერმანია არწმუნებს მარია კოლესნიკოვას, მაქსიმ ზნაკსა და ყველას, ვინც ბელარუსში პოლიტიკური მიზეზების გამო დააპატიმრეს, რომ მათ მიმართ სოლიდარულები ვართ”, - დასძინა სასსემ.

შეგახსენებთ, ალექსანდრე ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთ ლიდერს, მარია კოლესნიკოვას და მის თანამოაზრეს, ოპოზიციონერ მაქსიმ ზნაკს, ბელარუსის სასამართლომ 11 და 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს