ირაკლი კობახიძე ოპოზიციას - პარლამენტი ის ადგილი არ არის, სადაც ადამიანს ზრდილობა ან კულტურა უნდა ასწავლო

გიორგი ვაშაძემ მადლობა გადაუხადა ოპოზიციონერ კოლეგებს იმისათვის, რომ ისინი დღეს პატივს გვდებენ და მხარს უჭერენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ერთი მადლობა რომ დაგესველებინათ მაინც უმრავლესობის მიმართ იმისათვის, რომ ჩვენც პატარა წვლილი შეგვაქვს ამ ცვლილებების მიღებაში, მე მგონი, ცოტა სამართლიანი იქნებოდა ბატონო გიორგი, - ასე მიმართა უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს იხილავდნენ.

მანამდე კი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებას შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით.

„ქალბატონმა თინამ აღნიშნა ასევე, რომ ეს დოკუმენტი არის საქართველოს ევროპული მომავლის საგზაო რუკა და ამაზე უკვე ვთქვი, რომ ეს არის ნონსენსი, არასწორი ინტერპრეტაცია. ასეც რომ იყოს, თუ ეს დოკუმენტი იყო საქართველოს ევროპული მომავლის საგზაო რუკა, 4 თვე არ აწერდით ხელს საქართველოს ევროპული მომავლის საგზაო რუკას? არ გინდოდათ რუკა, ქალბატონო თინა? მე მგონი, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. ძალიან მძიმეა, როდესაც ისეთი გამონათქვამები გვესმის, როგორიც მოვსისმინეთ სხდომის თავმჯდომარის მიმართ. პარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც ადამიანს ზრდილობა ან კულტურა უნდა ასწავლო. ამისთვის სხვა დაწესებულებები არსებობს, რომელსაც ადამიანები პარლამენტამდე გადიან. ძალიან მიუღებელი იყო ის ყველაფერი, რაც მოვისმინეთ ამ კუთხით. მადლობა მოვისმინე ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ გიორგი ვაშაძის მხრიდან. მან მადლობა გადაუხადა ოპოზიციონერ კოლეგებს იმისათვის, რომ ისინი დღეს პატივს გვდებენ და მხარს უჭერენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ერთი მადლობა რომ დაგესველებინათ მაინც უმრავლესობის მიმართ იმისათვის, რომ ჩვენც პატარა წვლილი შეგვაქვს ამ ცვლილებების მიღებაში, მე მგონი, ცოტა სამართლიანი იქნებოდა, ბატონო გიორგი“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა