საგარეო უწყება საქართველოს მიერ ავღანეთიდან მოქალაქეთა უსაფრთხო ევაკუაციაში გაწეული დახმარებისათვის ნორვეგიული მედიის გამოხმაურებას ავრცელებს

ჰუმანიტარულ მისიაში, საქართველომ ჰაბის ფუნქცია იტვირთა და თბილისის გავლით, ავღანეთიდან ევაკუირებული ნორვეგიის მოქალაქეებისა და სამხედროების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლების გამგზავრება მოახდინა. ნორვეგიულმა მხარემ საქართველოს საგარეო უწყების მიმართ მადლიერება გამოხატა ოპერატიული და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნორვეგიულმა გამოცემებმა "Norway Today", „VG", "TV2", "NRK", "Dagensmedisin" , "Forsvaretsforum" სტატიებში მაღალი შეფასება მისცეს ქაბულიდან ავიარეისების განხორციელების პროცესში საქართველოს მთავრობასთან წარმატებულ თანამშრომლობას. აღნიშნულია, რომ ნორვეგიელ ჯარისკაცებთან ერთად, თბილისში, სატრანზიტო საქმიანობაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი პოლიციის ორგანოები და ჯანდაცვის პერსონალი.

„სტატიებში ასევე გამოქვეყნდა ნორვეგიელი სამხედროების შთაბეჭდილებები და შეფასებები ევაკუაციის პროცესებთან დაკავშირებით. მაიორმა ლარს კრისტიან სანდვიკმა, ნორვეგიის თავდაცვის ფორუმს, სადაც გამოქვეყნდა ინფორმაცია "North Brigade"-ის ჯარისკაცების თბილისიდან ნორვეგიაში დაბრუნების შესახებ, განუცხადა, რომ საქართველოსგან მიიღეს გამორჩეული მხარდაჭერა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა