ჯანმო-ს ექსპერტი - მსოფლიო კორონავირუსის თვალსაზრისით პლატოზე იმყოფება

მსოფლიო კორონავირუსის დაავადების თვალსაზრისით პლატოზე გავიდა. თუმცა, სხვადასხვა რეგიონში ვითარება განსხვავებულია. ამის შესახებ დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა მარია ვან კერკჰოვემ სოციალური ქსელების მომხმარებელებთან კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს განაცხადა.

„ჩვენ მივაღწიეთ პლატოს. თუმცა, ეს პლატო მაღალ დონეზეა. ბოლო პერიოდში, ყოველდღიურად, ვლინდება დაინფიცირების 4.4-4.5 მილიონი შემთხვევა და 72-78 ათასი გარდაცვალების ფაქტი. თუმცა, სხვადასხვა რეგიონში შეიმჩნევა განსხვავებული ვითარება“ - განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში იზრდება გამოვლენილი შემთხვევების და გარდაცვალების რაოდენობა, ევროპაში - გამოვლენილ შემთხვევათა და სიკვდილიანობის კლებაა, აფრიკაში, მაგალითად, ციფრები იკლებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო