ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, ავღანეთის ახალ მთავრობასთან კომუნიკაციას გააგრძელებენ

ჩინეთი მზად არის შეინარჩუნოს კომუნიკაცია ავღანეთის ახალ მთავრობასთან და მის ლიდერთან, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვან ვენბინმა განაცხადა.

მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება პრესსპიკერმა ყოველდღიურ ბრიფინგზე გააკეთა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, აღიარებს თუ არა ჩინეთი ავღანეთის ახალ მთავრობას, რომლის შემადგენლობა „თალიბანმა“ გუშინ დაასახელა.

„ჩინეთი პატივს სცემს ავღანეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას,“- აღნიშნა ვან ვენბინმა.

შეგახსენებთ, „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა გუშინ ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. ავღანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მულა მოჰამად ჰასან ახუნდი შეასრულებს, რომელიც გაეროს „შავ სიაშია“ შეყვანილი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულებელი კი სირაჯუდინ ჰაკანი იქნება, რომელიც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) მიერაა ძებნილი.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება