ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე - ჩამოვა თუ არა, ჩვენთვის მეათეხარისხოვანია, ეს იდარდოს მისმა ამომრჩეველმა, რომელიც 15-ჯერ "ააყირავა"

ჩამოვა თუ არა, ჩვენთვის მეათეხარისხოვანია, ეს იდარდოს მისმა ამომრჩეველმა, რომელიც 15- ჯერ "ააყირავა", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში დაბრუნების დაანონსებას გამოეხმაურა.

ზარქუას თქმით, სააკაშვილის აღარც საკუთარ თანაპარტიელებს სჯერათ.

"სადღაც 15 - ჯერ დაანონსა ამ ადამიანმა, რომ მოდის, ხან გვირაბით, ხან ჰაერით, ხან ზღვით, არც ერთხელ არ ჩამოსულა. ჩვენთვის მეათეხარისხოვანია, ეს გაკოტრებული პოლიტიკოსი ჩამოვა თუ არა, ეს იდარდოს თავისმა ამომრჩეველმა, რომელიც ყოველ 15 ჯერზე "აყირავებულია". მე თუ მკითხავთ, პირიქით, ჩვენთვის კარგი იქნება ჩამოვიდეს, თუ მზად არის, ხვალვე ჩარტერს (გავუგზავნით), რაღაცას ვიზამთ, რომ ჩამოვიდეს, აგერ არის შესაბამისი პროცედურები, გაივლის და აღმოჩნდება იქ, სადაც საჭიროა. გუშინ იაგო ხვიჩია დასდევდა მთელი დღე მის თანაგუნდელებს, დამენიძლავე რომ ჩამოვაო, არ სჯერა ამას, ერთი კაცი ვერ ნახა, დანიძლავებოდა, რადგან პარტიაშიც ზუსტად იციან, რომ აფერისტობს,"- განაცხადა ზარქუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა