ეკატერინე ტიკარაძე - ექიმების, ექთნებისა და სანიტრების არათანაბარ ანაზღაურების გადანაწილებასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექცია ორი კლინიკის შემთხვევას სწავლობს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ექიმების, ექთნებისა და სანიტრების არათანაბარ ანაზღაურების გადანაწილებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია დღეს ორი კლინიკის შემთხვევას სწავლობს. როგორც მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, შრომის ინსპექცია ასევე შეისწავლის 111 კლინიკის შემთხვევას, თუ როგორ უნდა იყოს ანაზღაურების საკითხი დარეგულირებული.

„ექიმების, ექთნებისა და სანიტრების არათანაბარ ანაზღაურების გადანაწილებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია სწავლობს დღეს კონკრეტულად ორი კლინიკის შემთხვევას, საიდანაც არის განცხადება შემოსული. დამატებით 111 კლინიკის შემთხვევებსაც შრომის ინსპექცია შეისწავლის, გასცემს შესაბამის რეკომენდაციას, თუ როგორი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სრულად იყოს დაცული, როგორც ანაზღაურების კომპონენტი, ასევე დამატებით იმ დანამატის ჭრილი, რომელსაც სახელმწიფო ყოველთვიურად ურიცხავს კლინიკებს. დარწმუნებული ვარ, მოხდება უკანა რიცხვით იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც დღეს მიყენებულია სამედიცინო პერსონალის მიმართ“,-განაცხადა ტიკარაძემ.

მან კონკრეტული კლინიკის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ის კლინიკები არიან, რომლებიც კორონავირუსის მართვაში არიან ჩართული.

„ეს, რა თქმა უნდა, დაბალი ზღვარია და თითქმის დანაშაულს უტოლდება“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა