გიგა ბოკერია - საგადასახადო წნეხი, კორუფცია და გაუმართავი მართლმსაჯულება არის მიზეზი იმისა, რომ უცხოელი ინვესტორები აღარ დებენ ფულს საქართველოში

საგადასახადო წნეხი, კორუფცია და გაუმართავი მართლმსაჯულება არის მიზეზი იმისა, რომ უცხოელი ინვესტორები აღარ დებენ ფულს საქართველოში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ ქვეყანაში კორუფცია დააბრუნა.

„საერთო სურათი გვაქვს წლებია, თუმცა ბოლო წლებია კიდევ უფრო დამძიმდა საქართველოში, რადგან მთავრობა ზრდის გადასახადებსა და რეგულაციებს, კორუფცია დააბრუნა, როგორც თამაშის წესი და არ არსებობს სასამართლოში უცხოელი ინვესტორებისთვის მინიმალური გარანტიებიც კი დაცულობის. კლასიკური კორუმპირებული, ავტორიტარული სისტემა აქვთ შემუშავებული და ეს არის ფაქტორი იმ გლობალურ კონკურენციაში, რომ საქართველოში ინვესტორები ფულის ჩადებას ერიდებიან. ამის შედეგია გაუფასურებული ლარის კურსი, ინფლაცია და ასეთ დროს მთავრობა უტიფრად გვეუბნება, რომ გადასახადებს არ დაწევს, მათ შორის, საწვავზე, არ შევამცირებ საგადასახადო წნეხს - ესეც სიგნალია ინვესტორებისთვის. ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია და საბოლოო ჯამში ურტყამს საშუალო კლასს და გაჭირვებულებს", - განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა