შსს - შანაი ბრუკის მკვლელობის ადგილიდან ამოღებული სავარაუდო დამნაშავის ბიოლოგიური კვალი, დნმ-ის ბაზებთან შედარების მიზნით, ინტერპოლის წევრ 194 სახელმწიფოში გადაიგზავნა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კახა მურადაშვილის განცხადებით, ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობის ადგილიდან ამოღებული, სავარაუდო დამნაშავის ბიოლოგიური კვალი, დნმ-ის ბაზებთან შედარების მიზნით, ინტერპოლის წევრ 194 სახელმწიფოში გაგზავნეს.

როგორ მურადაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა უტყუარად დადასტურდა .

„საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობისა და სამართლებრივი დახმარების ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა სახის ღონისძიება:

კერძოდ, დისტანციურად გამოკითხულ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი, შანაი ბრუკის მეგობარი, რომელთანაც შანაი ბრუკს გარდაცვალებამდე ჰქონდა კომუნიკაცია, სოციალური ქსელის მეშვეობით. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, სავარაუდო დამნაშავის ბიოლოგიური კვლები, დნმ-ის ბაზებთან შედარების მიზნით, გადაგზავნილ იქნა ინტერპოლის წევრ 194 სახელმწიფოში.

აღნიშნულ დანაშაულთან სავარაუდოდ შემხებლობაში მყოფი რამდენიმე ათეული პირისგან აღებულ იქნა ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებზეც დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზები. მოხდა თითოეული მათგანის დეტალური გამოკითხვა, მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია ალიბები, თუ სად იმყოფებოდნენ შანაი ბრუკეს გარდაცვალების დროს, გადამოწმდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებით. კომპლექსური და მრავალმხრივი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა ზემოთ აღნიშნულ პირთა წრე, ხოლო, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის ვინაობა“,- განაცხადა კახა მურადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობისთვის 1988 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ავტრალიის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

იხილეთ ვიდეო: ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა