ჟაირ ბოლსონარუ - ძალაუფლებისგან ჩემი ჩამოშორება მხოლოდ ღმერთს შეუძლია

ბრაზილიის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს სიტყვით გამოსვლისას, სან პაულუს ცენტრში შეკრებილ ათიათასობით მომხრეს მიმართა და განაცხადა, რომ ძალაუფლებისგან მისი ჩამოშორება მხოლოდ ღმერთს შეუძლია.

ამასთანავე, ბოლსონარუმ აღნიშნა, რომ ის და მისი პოლიტიკური მოკავშირეები უზენაესი სასამართლოსა და სხვადასხვა ინსტიტუტისაგან დევნის მსხვერპლნი არიან.

ცოტა ხნის წინ სასამართლომ ბოლსონარუსთან დაკავშირებულ რამდენიმე საქმეზე გამოძიება დაიწყო. BBC-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის რეიტინგი ქვეყანაში საგრძნობლად დაეცა. ატლას ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ბრაზილიელთა 61 პროცენტი მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. ეს მაჩვენებელი 2019 წელს, მისი მმართველობის დასაწყისში, მხოლოდ 23 პროცენტზე იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო