ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკელ კონგერსმენთა დელეგაციას უმასპინძლა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციის წევრებს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ კონგერსმენებს ვიზიტისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისა და სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა ყურადღება აღნიშნული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, საერთო ინტერესებსა და დემოკრატიულ ფასეულობებზე გაამახვილა და აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისა და ერთობლივი გეგმების განხორციელებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატა.

უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე კონგრესმენებმა უკანასკნელ წლებში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელებული რეფორმების, ქვედანაყოფებში შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის პროცესის, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით დასრულებისა და ერთობლივი წვრთნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

„ამერიკელ სტუმრებთან საუბრის ერთ-ერთ თემას ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია წეროვანში მდებარე საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა, სადაც მასპინძლობა ასევე თავდაცვის მინისტრმა გაუწია. დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ცენტრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აშენდა. ქართულმა მხარემ აშშ-ის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

კონგრესმენები წარმოადგენენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორები არიან“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა