ავღანეთში ქალებს სპორტით დაკავება აეკრძალათ

დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთში ქალებს სპორტით დაკავება აუკრძალა. აღნიშნული ინფორმაცია დაჯგუფების კულტურის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აჰმადულაჰ ვასიქმა გაავრცელა.

„კრიკეტი და სხვა სპორტული თამაშები არ განიხილება როგორც ქალებისთვის აუცილებელი რამ. სპორტის რიგ სახეობებში ქალებს საკუთარი სხეულისა და სახის დაფარვა არ შეეძლებათ. მედიის ერაში, მათ ფოტოებსა და ვიდეოებს გადაუღებენ, რისი ნახვაც შემდეგ ხალხს შეეძლება. ისლამი კი ქალებს ამის უფლება არ აძლევს“, - განაცხადა აჰმადულაჰ ვასიქმა.

ცოტა ხნის წინ მოძრაობა „თალიბანის“ ლიდერმა ჰაიბათულა ახუნდზადამ განაცხადა, რომ ავღანეთში შარიათის კანონები ამოქმედდება.

„ჩვენ გვინდა ძლიერი და ჯანსაღი ურთიერთობა ჩვენ მეზობლებთან და სხვა ქვეყნებთან, რომელიც დაეფუძნება პატივისცემასა და ურთიერთთანამშრომლობას. ჩვენი ურთიერთობა ამ ქვეყნებთან იქნება დაფუძნებული ავღანეთის ინტერესებსა და მოგებაზე. ჩვენ ვემხრობით ყველა საერთაშორისო კანონსა და შეთნხმებას, რეზოლუციას და ვალდებულებებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ისლამურ კანონებს და ეროვნულ ფასეულობებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო