ევროკავშირი - „თალიბანის“ მიერ ჩამოყალიბებული ახალი მთავრობა არც ინკლუზიურია და არც წარმომადგენლობითი

„თალიბანის“ მიერ ჩამოყალიბებული ახალი მთავრობა არც ინკლუზიურია და არც წარმომადგენლობითი - ამ ინფორმაციას Euronews ევროკავშირის პრეს-სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ახალი მთავრობა არც ინკლუზიურია და არც წარმომადგენლობითი. მაშინ, როდესაც ავღანეთი ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ახლა მთავრობაში ამ მრავალფეროვნებას დავინახავდით, და „თალიბანმაც“ ამის პირობა დადო რამდენიმე კვირის წინ“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 7 აგვისტოს მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დროებითი მთავრობის შემადგენლობა გამოაცხადა, რასაც დასავლეთის კრიტიკა მოჰყვა. ახალი მთავრობის წევრების უმეტესობა მოძრაობის ლიდერები იქნებიან და მასში ქალები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წევრები არ არიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა