ანონსი  9 სექტემბერი

9 სექტემბერს, 10:30 საათზე, ბათუმში "ევროპული საქართველოს" ოფისში ვახტანგ კალოიანის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: მედიკამენტებით უზრუნველყოფის პრობლემები აჭარაში

საკონტაქტო: ვახტანგ კალოიანი - 577 37 34 6

მის: ბათუმი, აბაშიძის 53

9 სექტემბერს, 11.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

9 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე დაიბარეს, სადაც დოლიძე წინასაარჩევნო დევნაზე განცხადებას გააკეთებს.

მის: გულუას ქ. N10

საკონტაქტო: 599437403

9 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: რუსეთი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს - რას ითვალისწინებს დოკუმენტი და რისი დათმობა მოუწევთ აფხაზებს.რთული ეპიდვითარება ოკუპირებულ რეგიონში და ჩავარდნილი ვაქცინაცია.

მის: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

9 სექტემბერს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე თემებთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებს.

მის: წერეთლის 144.

9 სექტემბერს, 12.00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ბრიფინგს გამართავს.

თემა: ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობა.

მის: ბარნოვის#40

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 43 08

9 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თბილისის საკრებულოს წინ აქცია-პერფომანსს გამართავს.

თემა: „აღიარეთ ქალები პოლიტიკაში - მე ვიბრძვი - შემომიერთდი“

საკონტაქტო: 599437403

9 სექტემბერს, 13:00 საათზე, "ლელოს" გენერალური მდივანი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე და ახალციხის მერობის კანდიდატი ახალციხეში და მთელს საქართველოში წინასაარჩევნო დევნის და ადამიანების დაშინების კონკრეტულ ფაქტებზე ბრიფინგს გამართავენ.

მის: სადგურის მოედანი 2

საკონტაქტო: 577624445

9 სექტემბერს, 13:00 საათზე, კახიძის ბაღში "ევროპული საქართველოსა" და ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი ჩუღურეთის რაიონში გიორგი ნონიაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრას გამართავს.

მის: აღმაშენებლის გამზ N129.(კახიძის ბაღი)

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

9 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

9 სექტემბერს, 18:00 საათზე, „ლელო საქართველოსთვის“ წარადგენს ხედვას - „ლელოს“ 9 ნაბიჯი თბილისის მარშალის გეგმა". ხედვას წარადგენენ პარტიის ლიდერები: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ანა ბიბილაშვილი.

მის: დიდუბის საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია. III პავილიონი

საკონტაქტო: 577624445

9 სექტემბერს, 18:30 საათზე, პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ინიციატივით ART გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე მთაწმინდის მაჟორიტარს წარადგენს.

მის: მთაწმინდის ქ. N13 - სულხან-საბა ორბელიანის სკვერი

საკონტაქტო: 599437403

9 სექტემბერს, 20:00 საათზე, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე საკუთარი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მიმართულების - ურბანული პოლიტიკის პრეზენტაციას გამართავს.

მის: მთაწმინდის პარკი, კლუბ ანდერვილის მიმდებარე ტერიტორია

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა