აშრაფ ღანი - ბოდიშს ვუხდი ავღანელ ხალხს, რომ ვერ შევძელი სხვანაირად დასრულებულიყო

ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი, რომელმაც ქაბული დატოვა, როდესაც "თალიბანის" ძალებმა ქალაქში შეაღწიეს, მოსახლეობას ბოდიშს უხდის მთავრობის დაცემის გამო.

ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს, რომ თან წაიღო მილიონობით დოლარი.

"ტვიტერზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში ღანი აცხადებს, რომ ის წავიდა მისი უსაფრთხოების ჯგუფის მოთხოვნით.

"ქაბულიდან წასვლა იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მე მჯეროდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა იარაღის გაჩუმებისა და ქაბულის და მისი 6 მილიონი მოქალაქის გადასარჩენად", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, კორუფცია არის ჭირი, რომელმაც ათწლეულების მანძილზე დაანგრია ქვეყანა და კორუფციასთან ბრძოლა იყო მისი ძალისხმევის მთავარი მიზანი, როგორც პრეზიდენტის.

ღანიმ მადლობა თქვა, იმ მსხვერპლისთვის, რომელიც ავღანელებმა გაიღეს ბოლო 40 წლის განმავლობაში თავიანთ ქვეყანაში.

"მე ბოდიშს ვუხდი ავღანელ ხალხს, რომ ვერ შევძელი სხვანაირად დასრულებულიყო", - აღნიშნა ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო