ჩრდილოეთ მაკედონიაში, კოვიდპაციენტებისთვის განკუთვნილ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ ტეტოვოს ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდნენ, ხანძარი გაჩნდა, რასაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ჩრდილოეთ მაკედონიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

"ხანძრის შედეგად, ჯერჯერობით, 10 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ძალიან სამწუხარო დღეა", - დაწერა ჯანდაცვის მინისტრმა ვენკო ფილიპჩემ „ტვიტერზე“.

გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდირება 1 საათზე ნაკლებ დროში შეძლეს.

ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი პაციენტი იმყოფებოდა საავადმყოფოში ხანძრის დროს.

ჩრდილოეთ მაკედონიაში კორონავირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვანი მატება აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყო. ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 701 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 24 ადამიანი გარდაიცვალა. ჩრდილოეთ მაკედონიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 180 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 6 000-ზე მეტი ადამიანი.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025