ჰეიკო მაასი - „თალიბანს“ უნდა ესმოდეს, რომ საერთაშორისო იზოლაცია მის ინტერესებში არ შედის

„თალიბანს“ უნდა ესმოდეს, საერთაშორისო იზოლაცია არ შედის მის, და განსაკუთრებით ავღანელი ხალხის, ინტერესებში, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „თალიბანის“ მიერ წარდგენილი არაინკლუზიური დროებითი მთავრობა "არ არის სიგნალი ქვეყანაში მეტი საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტაბილურობისთვის".

”ვიმედოვნებთ, რომ მთავრობის ფორმირების პროცესში, რომელიც არ დასრულებულა, შემდგომში ამისთვის საჭირო სიგნალები გაიგზავნება”, - აღნიშნა მაასმა.

მისივე თქმით, „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლაში ავღანელი ხალხი არ არის დამნაშავე და ისინი არ იმსახურებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ზურგი აქციოს.

მაასმა ხაზი გაუსვა, რომ ავღანეთს ჰუმანიტარული კრიზისი ემუქრება.

„თუ ახალი მთავრობა ვერ შეძლებს სახელმწიფო საქმეების მართვას, მაშინ, პოლიტიკურის შემდეგ, ეკონომიკური კოლაფსის საფრთხეც არსებობს - კიდევ უფრო სასტიკი ჰუმანიტარული შედეგებით”, - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ენტონი ბლინკენმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ „თალიბანს“ მოუწევს იმუშაოს იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ლეგიტიმურ მთავრობად ჩათვალოს.

"“თალიბანს“ სურს საერთაშორისო ლეგიტიმურობა. ნებისმიერ ლეგიტიმურობას - ნებისმიერ მხარდაჭერას - დამსახურება უნდა", - განაცხადა ბლინკენმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა და აშშ -ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა მოლაპარაკებები რამსტეინის საავიაციო ბაზაზე გამართეს და ერთობლივად უმასპინძლეს რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ვირტუალურ შეხვედრას.

იხილეთ ვიდეო:ჰეიკო მაასი - „თალიბანს“ უნდა ესმოდეს, რომ საერთაშორისო იზოლაცია მის ინტერესებში არ შედის

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს