საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაარსებიდან 30 წელი გავიდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაარსებიდან 30 წელი გავიდა და აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით „არმი ჰოლში“ საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყების თანამშრომლებს თავდაცვის სამინისტროს დაარსების დღე მიულოცა, სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, 25 ან მეტი წლის ნამსახურების მქონე თანამშრომლებს და თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ 20 დან 25 წლამდე ნამსახურების მქონე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლები და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

მათივე ცნობით, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას, 1991 წლის 9 სექტემბრის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა და დოკუმენტის მიხედვით საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული არმიის ჩამოყალიბება და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა