SOLO-ს მხარდაჭერით, 15-19 სექტემბერს მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

15-19 სექტემბერს მესტია საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი ასეთი ფორმატის ფესტივალი მთიან საქართველოსა და კავკასიაში. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ფესტივალი გაიხსნება მერაბ კოკოჩაშვილის მთის თემატიკის ფილმით „მწვერვალი“, რომელიც კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ ეროვნული არქივის ხელშეწყობით აღადგინა.

„ფესტივალი გიორგი მრევლიშვილის ფილმით - „საქართველოს დაკარგული ხეობები“ დაიხურება, რომელშიც მაყურებელი 20-იანი წლების ამერიკელი მოგზაურის მიერ აღბეჭდილ კადრებს იხილავს. ფესტივალს საქართველოს სხვა კინოფესტივალებიდან განსხვავებს ის, რომ საუკეთესო ფილმების გვერდით, პირველად გაიცემა პრიზი- საუკეთესო კინომუსიკისა და საუკეთესო კინომხატვრობისთვის. პრიზების დიზაინი და შინაარსი მთლიანად სვანეთის ისტორიაზე და ბუნებაზეა მორგებული, რაც ერთგვარი სიურპრიზი იქნება მაყურებლისთვის. საკონკურსო სექციების გარდა, ევროპელი პარტნიორებისთვის ფესტივალს სპეციალური სექცია ექნება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი კონომაგნატები, როგორიცაა: ARRI და მისი შვილობილი კომპანია Playmaker და ARSENAL; კინოს და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტი და კინოთეატრი, რომელსაც ბერლინალეს ფარგლებში საკუთარი საკონკურსო სექცია-ფორუმი აქვს. ასევე, ფესტივალზე ცალკე იქნება წარმოდგენილი კინოსტუდია „ქართულ ფილმი“, რომელიც წელს ახლადაღდგენილი, უნიკალური ანიმაციური ფილმებით გაანებივრებს სტუმრებს. ფესტივალზე უკვე შემოსულია 2420 ფილმი სხვადასხვა ქვენებიდან, საიდანაც შეირჩა 33 ფილმი, აქედან 26 მოკლმეტრაჟიანი და 7 მთის თემატიკის ფილმი, რომლებსაც სხვადასხვა სექციებში ფესტივალის მაყურებელი 15- 19 სექტემბერს იხილავს. ფილმებს ფესტივალზე საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. ესენი არიან: ნანა ჯორჯაძე, ბარბარა გასერი (ოქროს გლობუსის ჟიურის წევრი), ზვიად დოლიძე, ემილის ველივისი“,-აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა არსენალის მხარდაჭერა. ზუსტად არსენალის დამსახურებაა ქართული კინოს საბჭოთა კინოდან გამოყოფა და ათწლეულების მერე ეს მეგობრობა გრძელდება ჩვენი ფესტივალის სახით. ARSENAL განსაკუთრებული სექცია ექნება ფესტივალზე წარმოდგენილი, რომელიც გაიხსნება ნანა ჯორჯაძის საოცრად საინტერესო ფილმით - „ატლანტი“, რომელიც კინოინსტიტუტმა წელს აღადგინა და ახალი სიცოცხლე შესძინა. ეს ერთგვარი სიურპრიზი იქნება ქართველი მაყურებლისთვის და თვით ნანა ჯორჯაძისთვის, რადგან ფილმი დაკარგულად იყო მიჩნეული“,- განაცხადა კინოფესტივალის დამფუძნებელმა, ხათუნა ხუნდაძემ.

„SOLO-ს მიზანია, მხარი დაუჭიროს საერთაშორისო კინოფესტივალს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფესტივალი პირველად ჩატარდება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ფესტივალის მონაწილეებს და ჩვენს თავსაც. წინ მართლაც საინტერესო დღები გველის“,- განაცხადა SOLO Lifestyle -ის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიქოვანმა.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, მესტიის კინოფესტივალის დამფუძნებლები ა(ა)იპ მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და რეჟისორი და პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძეა. მათი ინფორმაციით, ფესტივალის პარტნიორია „კინოინსტიტუტი“ და „კინოთეატრი“, გოეთეს ინსტიტუტი. უფრო მეტი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: www.mestiaff.ge

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა