ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებმა“ აგვისტოში რეკლამაზე 126 365 ლარი დახარჯა

პარტია „მოქალაქეებმა“ 2 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაზე სულ 126 365 ლარი დახარჯა, მათ შორის პარტიამ ყველაზე მეტი, 118 365 ლარი გარე რეკლამისთვის გაიღო. ბეჭდურ რეკლამას 1500 ლარი მოახმარა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 6500 გამოყო.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აგვისტოს სამ კვირაში ბეჭდური რეკლამისა და სატელევიზიო რეკლამისთვის გაწეული ხარჯები საანგარიშო პერიოდში შევსებული დეკლარაციის მიხედვით პარტიას არ უფიქსირდება.

დეკლარაციის მიხედვით, ალეკო ელისაშვილის პარტიამ ბილბორდებში 96 401 ლარი დახარჯა, ხოლო ქუჩაში დამონტაჟებული ეკრანის მომსახურებისთვის 21 964 ლარი.

ამასთან, 2 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პარტია „მოქალაქეებს“ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისგან შემოწირულობა არ მიუღია. საანგარიშო პერიოდში, ალეკო ელისაშვილის პარტიას საბიუჯეტო დაფინანსების სახით კი 369 043.26 ლარი ჩაერიცხა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ