ანა ბიბილაშვილი - კალაძის მერია ჩაიკეტა ადამიანებისთვის და გადაწყვიტა, რომ ყველაფრის მმართველი თავადაა, ამას მხოლოდ არჩევნებით დავასრულებთ

კალაძის მერია ჩაიკეტა ადამიანებისთვის და გადაწყვიტა, რომ ყველაფრის მმართველი თავადაა. ამას მხოლოდ არჩევნებით დავასრულებთ, - ამის შესახებ "ლელოს“ მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქის განვითარების პროცესში აუცილებელია თითოეულმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა და ამას ქალაქის მერია ხელს უნდა უწყობდეს.

როგორც ბიბილაშვილმა აღნიშნა, ქალაქი დღეს გადაქცეულია პირადი ამბიციებისა და საკუთარი შეხედულებების ბრძოლის ველად, თბილისში პრობლემების დაგროვება, კი მერიის კორუფციული მმართველობის შედეგია.

„მთელი ჩემი ცხოვრება და პროფესია ემსახურება ქალაქს. ვერ ვიტყვი, რომ თბილისისთვის ახალი ვარ. აქ მიმდინარე პროცესებში, ურბანული განაშენიანება, ეკოლოგია და გარემოს დაცვა, აქტიურად ვიყავი ჩართული. ამ ყველაფრისთვის ვიბრძოლე, როგორც აქტივისტმა და როგორც პროფესიონალმა. უბრალოდ ჩემი ხაზი შევცვალე, რადგან დავინახე, რომ ქალაქი გადააქციეს პირადი ამბიციებისა და საკუთარი შეხედულებების ბრძოლის ველად. მინდა ყველამ ჩვენ თავს დავუსვათ კითხვა თუ როგორ ქალაქში გვინდა ცხოვრება. ეს კითხვა პოლიტიკურ პროცესებში ნამდვილად არ ისმის. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია დავსახოთ ამოცანა, როგორ ქალაქში უნდა ვიცხოვროთ,“- აცხადებს ბიბილაშვილი.

მისივე თქმით, დღეს არსებული პრობლემები, ეკოლოგიური მდგომარეობა, დაუსაქმებელი მოსახლეობა, 4 წლის განმავლობაში 5-ჯერ შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, თითოეული ადამიანის ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება.

"ლელოს" მერობის კანდიდატი თვლის, რომ ქალაქის მერია ნებისმიერი ადამიანისთვის უნდა იყოს ღია და დღეს მისი ჩაკეტილობა, მხოლოდ კორუფციისკენ მიანიშნებს.

"კალაძის მერია თავის თავში ჩაიკეტა და გადაწყვიტა, რომ ყველაფრის მმართველია. ამ ყველაფრის დასასრული კი არჩევნებია. ეს არჩევნები არის ამ ქვეყნისთვის გარდამტეხი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს. როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ ხვალ ამაზეა დამოკიდებული", - აცხადებს ანა ბიბილაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა