ავღანეთში საპროტესტო აქციები გრძელდება, “თალიბანმა“ მომიტინგეების დასაშლელად ცეცხლი გახსნა

ავღანეთში, თალიბების ზეწოლის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. BBC-ის ინფორმაციით, ქაბულში პაკისტანის საელჩოსთან ათობით დემონსტრანტი შეიკრიბა და სკანდირებდნენ: „ჩვენ გვსურს თავისუფლება.“ „თალიბანმა“ მათ დასაშლელად ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა.

საპროტესტო აქციები გაიმართა ფარვანისა და ნიმრუზის პროვინციებშიც. ფარვანში, სადაც მომიტინგეები ყვიროდნენ : „ვერავინ შეძლებს ჩვენი ხმის ჩახშობას იარაღის ძალით, სიკვდილი პაკისტანსა და შეერთებულ შტატებს!“ – „თალიბებმა“ ასევე ცეცხლი გახსნეს.

ვრცელდება ფოტოები, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, „თალიბების“ მიერ ნაცემი ორი ჟურნალისტია ასახული, რომელიც საპროტესტო აქციებს აშუქებდა.

შეგახსენებთ, „თალიბანმა“ ავღანეთში საპროტესტო აქციები აკრძალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულების თანახმად, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა, აქციის გამართვამდე არაუგვიანეს 24 საათისა, იუსტიციის სამინისტროს უნდა შეატყობინონ საპროტესტო აქციის მიზეზის, მისი ადგილისა და დროის, ასევე ლოზუნგების შესახებ, რომელთა გამოყენებასაც აპირებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა