ირაკლი ზარქუა - მადლობა ყველას რჩევისთვის, მაგრამ ეს არის სახელმწიფო, ჰყავს უმრავლესობით არჩეული ხელისუფლება და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, როგორიც სახელმწიფო ინტერესია

“არ დავნიშნოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები?! დღეს უზენაეს სასამართლოში დიდი პრობლემა გვაქვს, რადგან ბევრი საქმეა და სასამართლო გადატვირთულია. ყველა ის რეკომენდაცია, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩვენს მიმართ აქვთ, მაქსიმურად გათვალისწინებულია.უფრო მეტსაც გეტყვით - ჩვენ ვთხოვეთ კიდეც: აბა რეკომენდაციების რომელი პუნქტი არ შევასრულეთ და პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ასე რომ, გაგრძელდება პროცესი, რასაც ჩვენი კონსტიტუცია და კანონმდებლობა ითვალისწინებს", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებულ პროცედურას იწყებს. კანონმდებლებს უზენაეს სასამართლოში ასარჩევად გენადი მაკარიძის კანდიდატურა წარედგინა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე, მოსამართლეობის კანდიდატის კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სამუშაო ჯგუფს შექმნის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა