შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელია უარს ამნისტიაზე კი არ ამბობს, დეპოლარიზაციაზე, ფურცლის გადაშლაზე, წინ გახედვაზე ამბობს, ის არათუ კანონს, იმ შეთანხმებასაც ეწინააღმდეგება, რაზეც ხელი მოაწერეს

თუ არ სურს მელიას, რომ მასზე გავრცელდეს ამნისტია, არ გავრცელდება, თუმცა, ნებისმიერ დროს შეუძლია ეს უარი უკან წაიღოს და ხშირად გვახსოვს, რომ თავის სიტყვა მათ გადაუთქვამთ ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ამნისტიის კანონზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუკი უარის შედეგად, მას ამნისტია მას არ შეეხება, საქმეზე სამართალწარმოება გაგრძელდება.

"შეთანხმების მიზანი იყო დეპოლარიზაცია, რადიკალიზაციის შემცირება და თანხმობა და კონსტრუქციული თანამშრომლობა პარლამენტში. ამნისტიის მიზანი იყო ფურცლის გადაშლა 20 ივლისთან დაკავშირებით, თანხმობა და დეპოლარიზაცია. დღესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შეთანხმებას რადიკალიზაციისთვის იყენებს. ამნისტიის მიზანი სწორედ ეს უნდა ყოფილიყო, რომ ყოფილიყო ერთგვარი პატიების აქტი, შესაბამისად, საჭიროა ყველამ ეს გაიაზროს, ნიკა მელია ამას როგორც ჩანს არ იაზრებს და ამბობს უარს. უარს ამნისტიაზე კი არ ამბობს, დეპოლარიზაციაზე, ფურცლის გადაშლაზე, წინ გახედვაზე ამბობს, ის არათუ კანონს ეწინააღმდეგება, რაზეც ხელი მოაწერეს იმ შეთანხმებასაც ეწინააღმდეგება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია