ქაბულიდან დასავლური ძალების ევაკუაციის შემდეგ პირველი საერთაშორისო სამგზავრო რეისი შესრულდა

ქაბულის აეროპორტიდან პირველი საერთაშორისო სამგზავრო რეისი შესრულდა მას შემდეგ, რაც დასავლურმა ქვეყნებმა ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაასრულეს.

„ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, რეისი „კატარის ავიახაზებმა“ განახორციელა.

„ეს არის ისტორიული დღე ავღანეთისთვის, ვინაიდან, ქაბულის აეროპორტი სრულად ამოქმედდა. უზარმაზარი გამოწვევების წინაშე ვიდექით, მაგრამ ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ აეროპორტი შესაფერისია ნავიგაციისათვის“, - აღნიშნა კატარის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთში მუთლაქ ალ-ყატანმა.

„კატარის ავიახაზების“ თვითმფრინავი ქაბულიდან დოჰაში გაემგზავრა.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „თალიბანი“ 200-მდე ადამიანის, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების, ქვეყნიდან გაშვებას დასთანხმდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა