ცესკოს თავმჯდომარე იაპონიის ელჩს იმამურა აკირას შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა 2021 წლის 2 ოქტომბერს დაგეგმილი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იყო.

„საუბარი ასევე შეეხო საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვას, კერძოდ ხმის დათვლის საპილოტე პროექტს და ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებს. შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. როგორც ელჩმა აღნიშნა, მათი წარმომადგენლობა ყურადღებით დააკვირდება 2 ოქტომბრის არჩევნებს და მონიტორინგს გაუწევს ყველა იმ სიახლის დანერგვის პროცესს, რომელსაც ადმინისტრაცია აღნიშნული არჩევნებისთვის გეგმავს.

„ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების და მათ შორის საქართველოში აკრედიტებული საელჩოების ჩართულობა და დაკვირვება მნიშვნელოვნად განაპირობებს საარჩევნო პროცესის სწორად და გამჭვირვალედ წარმართვას. იაპონიის ელჩთან მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, მე მას მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია, რომელიც არჩევნებს და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას უკავშირდება“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილის და იაპონიის ელჩის შეხვედრა 9 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა