თბილისში ერთიანი ოპოზიციის წარმომადგენლები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდნენ

თბილისში ერთიანი ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, "გირჩი მეტი თავისუფლებას" თავმჯდომარე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და “ევროპული საქართველოს” წევრი, გიორგი ნონიაშვილი ვარკეთილში ამომრჩეველს შეხვდნენ და სამგორში ოპოზიციის საერთო კანდიდატი, “ევროპული საქართველოს” წევრი, დავით ჟღენტი წარუდგინეს.

ნიკა მელიას თქმით, ქვეყანა არ შეიძლება სტაგნაციაში იყოს და ამავდროულად განვითარების ამბიცია ჰქონდეს.

„დღეს ვინც მათ მხარს უჭერს, ისინიც კი, ეტაპობრივად ხვდებიან, რომ არ შეიძლება ქვეყანა იყოს სტაგნაციაში, იყოს ჭაობში ჩაფლული და ამავე დროს, ჰქონდეს ამბიცია, რომ ქვეყანა ვითარდებოდეს, სამუშაო ადგილები იქმნებოდეს, პენსია იზრდებოდეს, ფასები ცაში არ ვარდებოდეს. ეს ყველაფერი თავისით ვერ მოხდება, ეს ყველაფერი მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ცვლილებების შედეგად და ეს ცვლილებები უნდა დადგეს 2 ოქტომბერს”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა