შს მინისტრი - მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, ბანკის თანამშრომლებს, მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა, მადლობა ღმერთს - არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია

მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა მადლობა ღმერთს, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ყვარელში პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის თქმით, შსს-მ ყველაფერი სცადა, რომ ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი პირი უვნებლად დაეკავებინა.

ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.

„დავაკავეთ, რა თქმა უნდა, იდეტიფიცირებულია. მადლობა ყველას - მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, ასევე ბანკის თანამშრომლებს, ვინც შიგნით იყო, მოქალაქეს. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა, მადლობა ღმერთს. როგორც მძევლები, ასევე ყველაფერი გავაკეთეთ, ყველაფერი ვეცადეთ, რომ ეს ადამიანიც უვნებლად დაგვეკავებინა და პასუხისგებაში მიგვეცა“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, თავდამსხმელი სხვადასხვა თანხას ითხოვდა.

„ხან ნახევარ მილიონს, ხან ერთ მილიონს“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა: „არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია ამჯერად. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და არავინ დაშავებულა“.

ჟურნალისტის კითხვაზე, "თავის დროზე რომ ვერ დააკავეთ ბადრი ესებუა, არ ფიქრობთ, რომ დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში", შს მინისტრმა უპასუხა: "ნამდვილად არ ვფიქრობ, არ ვფიქრობ ნამდვილად".

ცნობისთვის, ყვარელში "საქართველოს ბანკის" შენობაში ერთი პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შსს-მ დაადასტურა, რომ თავდამსხმელი შეიარაღებული იყო. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის შედეგად ყველა მძევალი გათავისუფლდა და თავდამსხმელი დააკავეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა