მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მოლდოვაში 11 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რაც ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

საგანგებო სიტუაციის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ალა ნამერენკომ გამოაცხადა. გადაწყვეტილება კი საგანგებო სიტუაციათა ეროვნულმა კომისიამ მიიღო.

მინისტრის განცხადებით, ამის გარდა შეიქმნება ახალი პირობები 18 წელს ზემოთ ადამიანთა ღია და დახურულ სივრცეებში ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ. მათ დასჭირდებათ ვაქცინაციის შესახებ მოწმობა, რომელიც დაადასტურებს მათი იმუნიზაციის სრულ გრაფიკს. ასევე დაშვებული იქნება იმ სერტიფიკატის წარმოდგენა, რომელიც ანტისხეულების არსებობას დაადასტურებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 26 %-ით გაიზარდა. მათგან 80 % აცრილი მოსახლეობაა. ასევე, 30 %-ით გაიზარდა ბავშვთა შორის დაინფიცირების მაჩვენებელი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა