ჯო ბაიდენის განკარგულებით, მილიონობით დასაქმებულისთვის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებებს, რომლის თანახმადაც მილიონობით დასაქმებულისთვის, მათ შორის ფედერალური მთავრობის ყველა თანამშრომლისთვის, ვაქცინაცია სავალდებულოს ხდება.

პრეზიდენტმა მიმართა შრომის დეპარტამენტს, უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიებმა, რომლებსაც 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, ყველა მუშაკი აცრან ან კვირაში ერთხელ ჩაუტარონ კოვიდტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიებს ათასობით აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ.

„„ვაქცინაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით ჩემი გეგმა, საერთო ჯამში, შეეხება 100 მილიონ ამერიკელს, დასაქმებულების ორ მესამედს. ვაპირებთ დავიცვათ ვაქცინირებული დასაქმებულები არავაქცინირებული თანამშრომლებისგან. ვაპირებთ შევამციროთ კოვიდ-19– ის გავრცელება სამუშაო ძალის იმ ნაწილის გაზრდით, რომელიც აცრილია,” - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, სავალდებულო ვაქცინაცია გავრცელდება ჯანდაცვის მუშაკებზე, რომლებიც დასაქმებულები არიან იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც ფედერალური მთავრობის ჯანდაცვის პროგრამებით ფინანსდებიან.

პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა შტატების გუბერნატორებს, რომ მასწავლებლებისა და სკოლების სხვა თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

„ჩემი გზავნილი არავაქცინირებული ამერიკელებისთვის ასეთია: კიდევ რას ელოდებით? მეტი რა უნდა ნახოთ? ვაქცინაცია გავხადეთ უფასო, უსაფრთხო და მოსახერხებელი. მოთმინებას ვიჩენდით, მაგრამ ჩვენი მოთმინება მცირდება. ასე რომ, გთხოვთ, სწორად იმოქმედეთ, ”- აღნიშნა პრეზიდენტმა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ჯო ბაიდენის განკარგულებით, მილიონობით დასაქმებულისთვის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებებს, რომლის თანახმადაც მილიონობით დასაქმებულისთვის, მათ შორის ფედერალური მთავრობის ყველა თანამშრომლისთვის, ვაქცინაცია სავალდებულოს ხდება.

პრეზიდენტმა მიმართა შრომის დეპარტამენტს, უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიებმა, რომლებსაც 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, ყველა მუშაკი აცრან ან კვირაში ერთხელ ჩაუტარონ კოვიდტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიებს ათასობით აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ.

„„ვაქცინაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით ჩემი გეგმა, საერთო ჯამში, შეეხება 100 მილიონ ამერიკელს, დასაქმებულების ორ მესამედს. ვაპირებთ დავიცვათ ვაქცინირებული დასაქმებულები არავაქცინირებული თანამშრომლებისგან. ვაპირებთ შევამციროთ კოვიდ-19– ის გავრცელება სამუშაო ძალის იმ ნაწილის გაზრდით, რომელიც აცრილია,” - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, სავალდებულო ვაქცინაცია გავრცელდება ჯანდაცვის მუშაკებზე, რომლებიც დასაქმებულები არიან იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც ფედერალური მთავრობის ჯანდაცვის პროგრამებით ფინანსდებიან.

პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა შტატების გუბერნატორებს, რომ მასწავლებლებისა და სკოლების სხვა თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

„ჩემი გზავნილი არავაქცინირებული ამერიკელებისთვის ასეთია: კიდევ რას ელოდებით? მეტი რა უნდა ნახოთ? ვაქცინაცია გავხადეთ უფასო, უსაფრთხო და მოსახერხებელი. მოთმინებას ვიჩენდით, მაგრამ ჩვენი მოთმინება მცირდება. ასე რომ, გთხოვთ, სწორად იმოქმედეთ, ”- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი