ვლადიმერ პუტინი - რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს 28-ვე პროგრამაზე შეთანხმება მიღწეულია

მოსკოვმა და მინსკმა სამოკავშირეო სახელმწიფოს 28-ვე პროგრამაზე შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგა, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საუბარია 28 ეგრეთ წოდებულ სამოკავშირეო სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთისა და ბელარუსის კანონების გაერთიანებას ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, ორი ქვეყნის ეკონომიკური ერთეულების საქმიანობისათვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას, საერთო ფინანსური და ენერგეტიკული ბაზრებისა და საერთო სატრანსპორტო სივრცის შექმნას. დღეს კი სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ 28-ვე პროგრამა შეთანხმებულია ", - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს უმაღლესი საბჭოს შეხვედრა, რომელზედაც შეთანხმებული პროგრამების დამტკიცება იგეგმება, 2021 წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს