ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

„გაიმართა ფართო, სტრატეგიული დისკუსია, მათ შორის სფეროებში, სადაც ჩვენი ინტერესები ემთხვევა და სფეროებში, სადაც ჩვენი ინტერესები, ღირებულებები და პერსპექტივები განსხვავდება,“- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს, რომ საჭიროა პასუხისმგებლობის გამოჩენა იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის კონკურენცია კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

„ორმა ლიდერმა განიხილა ორივე ქვეყნის პასუხისმგებლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონკურენცია არ გადავიდეს კონფლიქტში,“- აცხადებენ თეთრ სახლში.

მათივე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკურ საკითხებს, კლიმატის ცვლილებას და კოვიდ 19-ის პანდემიას.

Reuters-ი წერს, რომ ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობები ათწლეულების მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და ორმა პრეზიდენტმა მხოლოდ მეორედ ისაუბრა მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა იანვარში აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი თებერვალში გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა