საფრანგეთი მსახიობ ჟან პოლ ბელმონდოს მასშტაბური და ემოციური ცერემონიალით დაემშვიდობა

საფრანგეთში მსახიობ ჟან პოლ ბელმონდოს მასშტაბური და ემოციური გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა. სამოქალაქო პანაშვიდი ფილმ „პროფესიონალის“ საუნდტრეკის, ენიო მორიკონეს კომპოზიციის, Chi Mai-ს ფონზე წარიმართა. კომპოზიცია დაკრძალვის ცერემონიალის დროს რესპუბლიკის გვარდიის ბენდმა შეასრულა. ბელმონდოს ფრანგი ხალხი ტაშით დაემშვიდობა, რომელიც მთელი ცერემონიალის დროს უწყვეტად ისმოდა.

სამოქალაქო პანაშვიდზე Les Invalides სასახლის ეზოში ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსები, ცნობილი სახეები და სპორტის ვარსკვლავები. ცერემონიალს დაესწრო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა.

„ჩვენ გვიყვარს ბელმონდო, რადგან ის ისეთივეა, როგორც ჩვენ. ის ფრანგული კინოს შეუდარებელი ვარსკვლავია,“- აღნიშნა მაკრონმა, რომელიც მსახიობს შემდეგი სიტყვების დაემშვიდობა: „ნახვამდის, ბებელ“.

ათასობით ადამიანი საყვარელ მსახიობთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს გარეთ დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე ადევნებდა თვალს.

ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო 6 სექტემბერს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ. დაკრძალვა მხოლოდ ოჯახისა და ახლობლების გარემოში ჩატარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა