დანია ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ყველა კოვიდშეზღუდვა მოიხსნა

დანიაში ყველა კოვიდშეზღუდვა მოიხსნა და ის პირველი ქვეყანა გახდა ევროკავშირში, რომელიც პანდემიამდე ცხოვრების რეჟიმს დაუბრუნდა, - ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

„ვაქცინები და დანიის ყველა მოქალაქის ძალისხმევა ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არის ჩვენი ძლიერების საფუძველი,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მაგნუს ჰოინიკემ.

ქვეყნის ხელისუფლება შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება აგვისტოში მიიღო, მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლისა და ინფიცირებისა და სიკვდილიანობის შეთხვევების შემცირების გამო გამოაცხადა, რომ კოვიდ-19 საზოგადოებისთვის კრიტიკულ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა.

დანიაში რესტორნებში, სპორტულ დაწესებულებებსა და ღამის კლუბებში „კოვიდ საშვების“ წარდგენა სავალდებულო აღარაა, კარანტინში ყოფნა მხოლოდ დაინფიცირებულებს მოუწევთ და არა მათ კონტაქტებს, ადამიანებს სამსახურებში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ, ამასთან, ქვეყანაში გაიხსნა სკოლები და ბავშვები, რომლებსაც ინფიცირებულებთან შეხება ჰქონდათ, იზოლაციაში აღარ გადავლენ.

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, დანიაში მოსახლეობის 73%-ზე მეტი სრულადაა ვაქცინირებული.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია