„ქართული ოცნების“ კვლევით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძეს გამოკითხულთა 56,1%-იანი, ნიკა მელიას - 28,3%-იანი, გიორგი გახარიას კი 6%-იანი მხარდაჭერა აქვს

პარტია „ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგებით, თბილისში კახა კალაძე ლიდერობს. როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, კახა კალაძეს ამომრჩეველთა 56,1% უჭერს მხარს.

„წარმოგიდგენთ თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს. კითხვაზე: ხვალ, რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით გადანაწილდა:

კახა კალაძე -56,1%

ნიკანორ მელია-28.3%

გიორგი გახარია-6,2%

ანა დოლიძე-2,2%

პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ საველე სამუშაოები თბილისში, 4-8 სექტემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2975 რესპოდენტი, ცდომილების ზღვარი არის 3%.

ანა ბიბილაშვილი-1,9%

გიორგი ლომია-1,3%

თამარ კეკენაძე-0,9%

მიხეილ ქუმსიშვილი-0,7%

სხვა კანდიდატები-2,4%

მამუკა მდინარაძის თქმით, ეს არის პირველი კვლევა მას შემდეგ, რაც დასრულდა ცესკო-ში კანდიდატების რეგისტრაცია და პარტიის სოციოლოგიურ ჯგუფს ჰქონდა შესაძლებლობა, არჩევნებზე რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური სუბიექტის თუ კანდიდატის შესახებ მიეღო ინფორმაცია.

„ხედავთ, რომ კახა კალაძე ამ მონაცემებით პირველივე ტურში დამაჯერებლად იგებს. ასევე ლიდერობს თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა