მიხეილ სარჯველაძე „ედისონ რისერჩის“ კვლევაზე - არ ვიცი, ეს კვლევა რომელი ფანჩატურის სიახლოვეს ჩატარდა, მაგრამ ფაქტია, რომ მცდარ ვარაუდს ქმნის

არ ვიცი, ეს კვლევა სად ჩატარდა, რომელი ფანჩატურის სიახლოვეს, მაგრამ ფაქტია, რომ მცდარ ვარაუდს ქმნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ნიშანდობლივია, რომ ამ კვლევაშიც "ქართული ოცნება" ლიდერობს.

„ამ კვლევის შეფასება ცოტა რთულია, მე მეთოდოლოგიას მაინცდამაინც არ ვიცნობ. იქ ერთი პარტია ვიხილე, რომელიც შარშან ერთ პროცენტსაც ვერ აღწევდა და ახლა მას თუ სწორად მახსოვს 6 პროცენტი აქვს მინიჭებული. ეს რეალურად განსხვავდება ბევრი სხვა კვლევისგან, რომელიც შეიძლება ტენდენციურადაც ჩავთვალოთ, ისინიც კი რადიკალურად ეწინააღმდეგება. არ ვიცი, ეს კვლევა სად ჩატარდა, რომელი ფანჩატურის სიახლოვეს, მაგრამ ფაქტია, რომ მცდარ ვარაუდს ქმნის. თუმცა, იმ მოცემულობაშიც, რაც ამ კვლევით არის დახატული, ვერ გაექცნენ "ქართული ოცნების" ლიდერობის აღიარებას, ესეც ალბათ, ანგარიშგასაწევი და მნიშვნელოვანი ფაქტია,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, "ედისონ რისერჩის" კვლევის მიხედვით, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 33%მისცემდა, "ნაციონალურ მოძრაობას" - 25, პარტიას "საქართველოსთვის" - 10.ამავე კვლევის თანახმად, კახა კალაძე და გიორგი გახარია გამოკითხულთა 55-55 %- ს მოწონს, მელია 46%- ს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა