“ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემქმნელი - არ მიმაჩნია, რომ „ბუსტერ“ დოზა ყველას სჭირდება

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი, პროფესორი დეიმ გილბერტი მიიჩნევს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ე.წ. „ბუსტერ“ კამპანიის ფართოდ დაწყება საჭირო არ არის, ვინაიდან სრულად ვაქცინირებული პირების უმრავლესობას იმუნიტეტი უნარჩუნდება.

„არ ვფიქრობ, რომ „ბუსტერით” აცრა ყველას სჭირდება. ვირუსი ვრცელდება ადამიანებს შორის, ის მუტაციას განიცდის, ადაპტირდება და ვითარდება, ისევე როგორც დელტას ვარიანტი. ჩვენ გვსურს რაც შეიძლება სწრაფად შევაჩეროთ ეს გავრცელება. სუსტი იმუნიტეტის მქონე და ხანდაზმული ადამიანები „ბუსტერ“ დოზას მიიღებენ, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება ყველას გაძლიერება. ადამიანთა უმრავლესობას იმუნიტეტი კარგად უნარჩუნდება,“- აღნიშნა პროფესორმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყნებმა, სადაც მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია აცრილი ვაქცინები მიიღონ.

ცნობისათვის, გაერთიანებული სამეფოს მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტო (MHRA) აცხადებს, რომ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების „ბუსტერ“ დოზის გამოყენება უსაფრთხოა, თუმცა ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივ კომიტეტს (JCVI) ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით რეკომენდაცია არ გაუცია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია