მამუკა გამყრელიძე - ასეთი რეიტინგები არჩევნებში რეალურად არ აისახება

პოლიტიკური პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანის მამუკა გამყრელიძის განცხადებით, “ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევაში მოყვანილი ციფრები, შესაძლოა, იყოს ის, რა შედეგის დადებაც სურს არჩევნებზე „ქართულ ოცნებას,“.

რაც შეეხება Edison Research -ის მიერ ჩატარებულ კვლევას, გამყრელიძის თქმით, კვლევაში არ არის ასახული ამომრჩევლის ნეიტრალური განწყობა.

„ეს რომ გათვალისწინებული ყოფილიყო, ამომრჩევლის ნეგატიური განწყობები ბევრად ნაკლები იქნებოდა, ვიდრე არის აღნიშნულ კვლევაში”, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე Edison Research -ის კვლევის მონაცემებთან დაკავშირებით.

მისივე განცხადებით, ასეთი რეიტინგები არჩევნებში რეალურად არ აისახება და ამ კვლევის შედეგები არ ასახავს რეალურ სურათს, როგორც პარტიების, ასევე პოლიტიკოსების პერსონალურ რეიტინგებთან დაკავშირებით.

„სოციოლოგიურ კვლევაში ძალიან მნიშვნელოვანია შეკითხვის ფორმულირება, რა ფორმითაც არის დასმული შეკითხვა, შესაბამისია პასუხები და შედეგი. რელევანტურ კვლევებში ყოველთვის არის შეკითხვები, რომელიც ნეგატიურ და პოზიტიურ განწყობებთან ერთად აუცილებლად იძლევა პასუხს ნეიტრალურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, რაც არ არის ასახული ამ კვლევაში.

ჩემი აზრით, ამომრჩევლის ნეიტრალური განწყობა გათვალიწინებული რომ ყოფილიყო, ნეგატიური განწყობები ბევრად ნაკლები იქნებოდა, ვიდრე არის აღნიშნულ კვლევაში. ძნელი წარმოსადგენია, კახა კუჭავას და გიგი წერეთელს 70 – 70 % იანი ნეგატიური განწყობა ჰქონდეთ. კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსები, ვისაც მეტი პოზიტიური განწყობა აქვთ, ვიდრე ნეგატიური, არიან კახა კალაძე და გიორგი გახარია, დანარჩენებს ყველას ნეგატივი მეტი აქვთ ვიდრე პოზიტივი. ჩემი აზრით წარმოუდგენელია, ნიკა მელიას ამდენი ნეგატივი ჰქონდეს ამომრჩეველში.

ჩემი აზრით, ეს არ არის რელევანტური შედეგი. შეკითხვები ჩნდება კვლევის მონაცემებზე პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით. ცნობილი ფაქტია, რომ ნებისმიერი პარტია გაყოფის შემდეგ მნიშვნელოვნად კარგავს რეიტინს. ამ კვლევის მიხედვით, პარტია „გირჩს“ გაყოფის შემდეგ ორჯერ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე ჰქონდა ერთიან „გირჩს“, გამოდის, რომ „გირჩს“ გაყოფის შემდეგ ორჯერ გაეზარდა რეიტინგი, რაც არარეალურია. ასევე გაუგებარია, პოლიტიკურ ველზე ახლად შემოსულმა პარტიამ „ხალხისთვის“ როგორ მოახერხა იმდენივე ხმის მიღება, რაც აქვს „ლელოს“ და უფრო მეტის მიღება, ვიდრე აქვს „სტრატეგია აღმაშენებელს,“ მაშინ როცა ორივე ამ პარტიას აქვს მეტად გამართული პარტიული სტრუქტურები რეგიონებში და საკმაოდ მდიდარი პარტიებია, როგორც ფინანსურიმ ასევე ადამიანური რესურსით, ვიდრე პარტიას „ხალხისთვი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მამუკა გამყრელიძის განცხადებით, გადამეტებულია გიორგი გახარიას პარტიის რეიტინგი - 10 %.

“რაც შეეხება „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს მეტნაკლებად შეესაბამება რეალურ განწყობებს. რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება მეორე ადგილზე იყოს გიორგი გახარია, რომელიც გვიან ჩაერთო საარჩევნო რბოლაში, ამასთან ერთად თბილისელებს კარგად ახსოვთ 20 ივნისი“, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.

მამუკა გამყრელიძის კომენტარს „ევროპელი დემოკრატები” ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა