მედიის ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტმა ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას გერმანიას მოუწოდა, ხელი შეუწყოს ჩინეთის მიმართ "სწორი" პოლიტიკის გატარებას

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას გერმანიას მოუწოდა, ხელი შეუწყოს ჩინეთის მიმართ "სწორი" პოლიტიკის გატარებას, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახე ჩინეთის სახელმწიფო მედია იუწყება.

მათივე ცნობით, ჩინეთის ლიდერმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ინვესტიციების შესახებ ევროკავშირი-ჩინეთის ყოვლისმომცველი შეთანხმების რატიფიცირება მალე განხორციელდება.

ჩინური მედიის ინფორმაციით, მხარეებმა ავღანეთის საკითხზეც ისაუბრეს და სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი იმედოვნებს, რომ იმუშავებს გერმანიასთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს, რომ საჭიროა პასუხისმგებლობის გამოჩენა იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის კონკურენცია კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო